ერიხ ფრომი – ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″

 

ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″ გა­მო­ხა­ტავს გან­წყო­ბი­ლე­ბას. ეს წიგ­ნი – გაფ­რ­თხი­ლებაა. მი­სი გან­წყო­ბი­ლე­ბა ახ­ლო­საა სა­სო­წარ­კ­ვე­თას­თან ად­ა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გამო, გაფ­რ­თხი­ლე­ბით კი გვაფ­რ­თხი­ლებს, რომ თუ ჩვე­ნი ის­ტო­რია გეზს არ შე­იც­ვ­ლის, მაშ­ინ ად­ა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გა­ვენ ყვე­ლა­ზე ად­ა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს და მათ­თ­ვის­ვე შეუმჩ­ნევ­ლად იქ­ცე­ვი­ან უს­უ­ლო ავ­ტო­მა­ტე­ბად.

უიმ­ე­დო­ბა ად­ა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გა­მო მკვეთრ კონ­ტ­რასტს ქმნის რწმე­ნას­თან, და­სავ­ლუ­რი აზ­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უფ­რო ფუნ­და­მენ­ტურ თვი­სე­ბას­თან. და­სავ­ლურ აზ­როვ­ნე­ბას სწამს ად­ა­მი­ა­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პროგ­რესისა, ის­ე­ვე რო­გორც მი­სი უნ­ა­რის – ააშ­ე­ნოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მსოფლიო. ამ რწმე­ნას ფეს­ვე­ბი გად­გ­მუ­ლი აქვს ბერ­ძ­ნულ და რო­მა­ულ აზ­როვ­ნე­ბა­ში, ის­ევე რო­გორც ძვე­ლი აღთ­ქ­მის წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­თა მე­სი­ა­ნურ აზრ­ში. ძვე­ლაღ­თ­ქ­მი­სეული ის­ტო­რი­ის ფი­ლო­სო­ფია მი­იჩ­ნევს, რომ ად­ა­მი­ა­ნი იზრ­დე­ბა და თვით­რე­ა­ლიზ­დება ის­ტო­რი­ა­ში და, სა­ბო­ლო­ოდ, ხდე­ბა ის, რა­საც პო­ტენ­ცი­უ­რად წარ­მო­ად­გენს. ამ კონცეფ­ცი­ით, ად­ა­მი­ა­ნი სრუ­ლად ავ­ი­თა­რებს აზ­როვ­ნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მი­სე­ულ შესაძ­ლებ­ლო­ბებს და შე­ი­მეც­ნებს სამ­ყა­როს. ამ დროს იგი ერ­თი­ა­ნია თა­ვის მოყ­ვას­თან და ბუ­ნე­ბას­თან, თუმ­ცა, იმ­ად­რო­უ­ლად, ინ­არ­ჩუ­ნებს თა­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა­სა და მთლი­ა­ნო­ბას. ად­ა­მი­ა­ნის მი­ზა­ნია სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა. წი­ნასწარ­მეტყ­ვე­ლებს სწამთ, რომ ყვე­ლა ცოდ­ვი­სა და ცდო­მი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­სიის სა­ხე­ში სიმ­ბო­ლი­ზი­რე­ბუ­ლი „დღე­თა და­სას­რუ­ლი” გა­რა­დუვ­ლად დად­გე­ბა.

წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­თა კონ­ცეფ­ცია ის­ტო­რი­უ­ლია იმ აზ­რით, რომ სრულ­ყო­ფი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ად­ა­მი­ან­მა ის­ტო­რი­ულ დრო­ში უნ­და მი­აღ­წი­ოს. ქრის­ტი­ა­ნო­ბამ ეს აზრი ზე­ის­ტო­რი­ულ, პირ­წ­მინ­დად სუ­ლი­ერ კა­ტე­გო­რი­ად აქ­ცია, თუმ­ცა უარი მა­ინც არ უთქვამს ურ­თი­ერ­თ­კავ­შირ­ზე ზნე­ობ­რივ ნორ­მებ­სა და პო­ლი­ტი­კას შო­რის. შუა სა­უ­კუნე­ე­ბის ბო­ლო პე­რი­ო­დის ქრის­ტი­ა­ნი მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი ხაზს უს­ვამ­დ­ნენ, რომ, თუმ­ცა „სა­სუ­ფე­ვე­ლი” არ მო­ი­აზ­რე­ბო­და ის­ტო­რი­ულ დრო­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი მაინც შე­სატყ­ვი­სო­ბა­ში უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ქრის­ტი­ა­ნო­ბის სუ­ლი­ერ პრინ­ცი­პებ­თან და ხორ­ცი შე­ეს­ხა მათ­თ­ვის. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სექ­ტე­ბი (რე­ფორ­მა­ცი­ამ­დეც და რე­ფორ­მა­ციის შემ­დე­გაც) წინ წა­მოს­წევ­დ­ნენ ამ მოთხოვ­ნებს კი­დევ უფ­რო აქ­ტი­უ­რად და რე­ვოლუც­ი­უ­რად. შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ობ­რი­ვი სამ­ყა­როს რღვე­ვის შემ­დეგ ად­ა­მი­ან­ში გაღ­ვი­ძე­ბულმა სა­კუ­თა­რი ძალ­მო­სი­ლე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბამ, ის­ე­ვე რო­გორც მის­მა იმ­ედ­მა არა მხოლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, არ­ა­მედ სო­ცი­ა­ლუ­რი სრულ­ქ­მ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა, კვლავ მოიკ­რი­ფა ძა­ლა და ახ­ალ გზებს და­ად­გა.

ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა იყო წე­რი­ლო­ბი­თი გად­მო­ცე­მის ახ­ა­ლი ფორმა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი ეყ­რე­ბა რე­ნე­სან­სის ეპ­ო­ქა­ში. მი­სი პირ­ვე­ლი გა­მო­ხატულ­ე­ბაა თო­მას მო­რის „უტ­ო­პია” (ანუ „არ­სად”). ეს სა­ხე­ლი შემ­დ­გომ­ში ჟან­რობრივ დე­ფი­ნი­ცი­ად ექ­ცა ყვე­ლა ან­ა­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის თხზუ­ლე­ბას. თო­მას მო­რის წიგნში იმდ­რო­ინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უგ­უ­ნუ­რე­ბი­სა და უს­ა­მარ­თ­ლო­ბის ყოვ­ლის­გამჭოლი კრი­ტი­კა შეწყ­ვი­ლე­ბუ­ლია მო­მავ­ლის იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სუ­რათ­თან, რო­მე­ლიც, შეს­აძ­ლოა, სრულ­ყო­ფი­ლი არ არ­ის, მაგ­რამ რო­მელ­საც გა­დაჭ­რი­ლი აქვს ად­ა­მი­ა­ნურ პრობ­ლე­მა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, გა­და­უჭ­რე­ლად რომ მი­იჩ­ნევ­დ­ნენ ავ­ტო­რის თა­ნა­მედ­რო­ვენი. მო­რის „უტ­ო­პი­ის­თ­ვის”, ის­ე­ვე რო­გორც მსგავ­სი გან­წყო­ბი­ლე­ბის სხვა თხზულე­ბე­ბის­თ­ვის, სა­ხა­სი­ა­თოა ის, რომ ის­ი­ნი მხო­ლოდ ზო­გად პრინ­ცი­პებს კი არ ხა­ტავენ, არ­ა­მედ იძ­ლე­ვი­ან ად­ა­მი­ა­ნის უღრ­მე­სი მის­წ­რა­ფე­ბე­ბის შე­სატყ­ვი­სი სა­ზოგად­ო­ებ­რი­ვი ყო­ფი­ე­რე­ბის კონ­კ­რე­ტულ დე­ტა­ლებს. წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­თა აზ­რის­გან განს­ხ­ვა­ვე­ბით, ეს სრულ­ქ­მ­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი „დღე­თა და­სას­რულს” კი არ იქმნე­ბი­ან, არ­ა­მედ უკ­ვე არ­სე­ბო­ბენ: მათ­გან მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­ულ-სივ­რ­ცობ­რი­ვი მანძი­ლი გვა­შო­რებს, არა დრო­ი­თი დის­ტან­ცია.

თო­მას მო­რის „უტ­ო­პი­ას” მოჰყვა ორი ან­ა­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის ნა­წარ­მო­ე­ბი: იტალ­ი­ე­ლი ბე­რის, კამ­პა­ნე­ლას „მზის ქა­ლა­ქი” და გერ­მა­ნე­ლი ჰუმ­ა­ნის­ტის, ანდ­რეას „ქრის­ტი­ა­ნო­პო­ლი­სი”. ეს უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ზე უფ­რო თა­ნა­მედრო­ვეს სა­მი ზე­მოთ­ნახ­სე­ნე­ბი წიგ­ნი­დან. შე­ი­ნიშ­ნე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი ამ თხზულე­ბებ­ში მოყ­ვა­ნილ თვალ­საზ­რი­სებ­ში, ის­ე­ვე რო­გორც ზო­გი­ერთ მათს თა­ვი­სე­ბუ­რება­ში, მაგ­რამ სხვა­ო­ბა მა­ინც მი­ნი­მა­ლუ­რია იმ დიდ სა­ერ­თოს­თან შე­და­რე­ბით, რაც ტრი­ა­დის წევ­რებს ერთ­მა­ნეთ­თან აკ­ავ­ში­რებს. უტ­ო­პი­ე­ბი იწ­ე­რე­ბო­და მე­ო­ცე სა­უკუნ­ის და­საწყი­სამ­დე. მათ­გან უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი და ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი იყო 1888 წელს გამ­ო­ცე­მუ­ლი ედ­ვარდ ბე­ლა­მის „წარ­სუ­ლის ჭვრე­ტი­სას”. „ბი­ძია თო­მას ქოხ­თან” და „ბენ ჰურ­თან” ერ­თად, ბე­ლა­მის თხზუ­ლე­ბა უდ­ა­ოდ იქ­ცა სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ წიგ­ნად, რო­მე­ლიც მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით გა­მო­იცა ამ­ე­რი­კა­ში და ით­არ­გ­მ­ნა მსოფ­ლი­ოს ოც ენ­ა­ზე1. ბე­ლა­მის უტ­ო­პია უერთ­დება დიდ ამ­ე­რი­კულ ტრა­დი­ცი­ას, რომ­ლის ფუ­ძემ­დებ­ლე­ბი არ­ი­ან უიტ­მე­ნი, თო­რო და ემერსო­ნი. ეს წიგ­ნი ამ­ე­რი­კუ­ლი ვერ­სიაა იდ­ე­ე­ბი­სა, რო­მელ­თაც მძლავ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლება ჰპო­ვეს სრუ­ლი­ა­დევ­რო­პულ სო­ცი­ა­ლის­ტურ მოძ­რა­ო­ბა­ში XIX სა­უ­კუ­ნის დამ­ლევს.

რწმე­ნა ად­ა­მი­ა­ნის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და სო­ცი­ა­ლურ სრულ­ქ­მ­ნა­დო­ბა­ში ფი­ლო­სო­ფიურად და ანთ­რ­პო­ლო­გი­უ­რად ნათ­ლად გა­მო­ი­ხა­ტა მეთ­ვ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის გან­მა­ნათ­ლებლე­ბი­სა და მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის სო­ცი­ა­ლის­ტურ მო­აზ­როვ­ნე­თა ნა­წე­რებ­ში და უცვლე­ლი დარ­ჩა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომ­ის შემ­დ­გომ პე­რი­ო­დამ­დე. ამ ომ­მა მი­ლი­ო­ნე­ბი იმს­ხ­ვერ­პ­ლა ვი­თომც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ხე­ლით, არ­სე­ბი­თად კი ევრო­პის სა­ხელ­მ­წი­ფო­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის გა­მო. სწო­რედ პირ­ვე­ლი მსოფლიო ომ­ი­დან იღ­ებს სა­თა­ვეს ად­ა­მი­ა­ნუ­რი აზ­რის ის გე­ზი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ხანმოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ანგ­რევს იმ­ე­დი­სა და რწმე­ნის ორ­ი­ა­თას­წ­ლო­ვან და­სავ­ლურ ტრა­დიცი­ას და ცვლის მას სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბის აპ­ო­თე­ო­ზით.

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომ­ის მო­რა­ლუ­რი გულ­ქ­ვა­ო­ბა მხო­ლოდ და­საწყი­სი აღ­მოჩ­ნ­და. მას მოჰყვა სხვა მოვ­ლე­ნე­ბი: სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი იმ­ე­დე­ბის ღა­ლა­ტი და სტა­ლი­ნის რე­აქცი­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო კა­პი­ტა­ლიზ­მი; მძი­მე ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი ოც­ი­ა­ნი წლე­ბის და­სას­რულს; ბარ­ბა­რო­სო­ბის ტრი­უმ­ფი გერ­მა­ნი­ა­ში – კულ­ტუ­რის ერთ-ერთ უდ­ი­დეს ცენტრში; სტა­ლი­ნის­ტუ­რი ტე­რო­რის სი­გი­ჟე ოც­და­ა­თი­ან წლებ­ში; მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი, რომ­ელ­ში მო­ნა­წი­ლე ხალ­ხებ­მა მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლამ და­კარ­გა ზნე­ობ­რი­ვი გან­ს­ჯის უნ­ა­რი, რამ­დე­ნად­მე მა­ინც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი პირ­ველ ომ­ში; ჯერ მშვი­დო­ბი­ა­ნი მოსახ­ლე­ო­ბის შე­უზ­ღუ­და­ვი ჟლე­ტა დაწყე­ბუ­ლი ჰიტ­ლე­რის მი­ერ, შემ­დეგ კი­დევ უფ­რო ფართო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ნგრე­ვა ის­ე­თი ქა­ლა­ქე­ბი­სა, რო­გო­რიც არ­ის ჰამ­ბურ­გი, დრეზ­დენი და ტო­კიო, და­ბო­ლოს, ყვე­ლაფ­რის გვირ­გ­ვი­ნი – ატ­ო­მუ­რი ბომ­ბის ჩაგ­დე­ბა იაპ­ო­ნიაში… ად­ა­მი­ა­ნურ მოდ­გ­მას და­ე­მუქ­რა კი­დევ უფ­რო დი­დი სა­შიშ­რო­ე­ბა: ჩვე­ნი ცი­ვი­ლიზა­ცი­ის – თუ არა მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის – მოს­პო­ბის საფ­რ­თხე თერ­მო­ბირ­თ­ვუ­ლი იარ­ა­ღით: ამ უკ­ა­ნას­კ­ნე­ლის სად­ღე­ი­სო პო­ტენ­ცი­ა­ლი და მი­სი შემ­დ­გო­მი ზრდის მო­მაკვდი­ნე­ბე­ლი პრო­პორ­ცი­ე­ბი.

თუმ­ცა ად­ა­მი­ან­თა დი­დი ნა­წი­ლი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს ამ სა­შიშ­რო­ე­ბას და სა­კუ­თარი მდგო­მა­რე­ო­ბის მთელს უიმ­ე­დო­ბას. ზო­გი­ერთს მხო­ლოდ იმ­ი­ტომ სჯე­რა ომ­ის შე­უძლებ­ლო­ბა, რომ დღე­ვან­დე­ლი იარ­ა­ღი და­მან­გ­რე­ვე­ლია მთე­ლი დე­და­მი­წის­თ­ვის. სხვები იმ­ა­საც აც­ხა­დე­ბენ, ატ­ო­მუ­რი ომ­ის პირ­ველ ორ დღე­ში სა­მო­ცი-სა­მოც­და­ა­თი მი­ლიონი ამ­ე­რი­კე­ლიც რომ გა­იჟ­ლი­ტოს, მა­ინც არ­ა­ვი­თა­რი მი­ზე­ზი არ არ­ის იმ­ის სა­ფიქრებ­ლად, რომ სი­ცოცხ­ლე უწ­ინ­დე­ბუ­რად არ გაგ­რ­ძელ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც ომ­ის პირველი შო­კი ჩა­ივ­ლის. ორ­უ­ე­ლის წიგ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც სწო­რედ ამ­ა­შია: იგი გა­მო­ხატავს უს­ა­სო­ო­ბის ახ­ალ გან­წყო­ბი­ლე­ბას, რი­თაც გაჟ­ღენ­თი­ლია ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნე, გა­მოხა­ტავს მა­ნამ­დე, ვიდ­რე ეს გან­წყო­ბი­ლე­ბა და­ე­უფ­ლე­ბო­დეს ად­ა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რებას

ამ მცდე­ლო­ბა­ში ორ­უ­ე­ლი მარ­ტო არ არ­ის. ორი სხვა თხზუ­ლე­ბა – რუ­სი ზა­მი­ა­ტი­ნის „ჩვენ”, და ოლ­დოს ჰაქს­ლის „დი­დე­ბუ­ლი ახ­ა­ლი სამ­ყა­რო” – ას­ე­ვე გა­მო­ხა­ტავს აწმ­ყოს გან­წყო­ბი­ლე­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო გაფ­რ­თხი­ლე­ბას. ორ­ი­ვე საკ­მა­ოდ ახ­ლოს დგას ორ­უ­ე­ლის გან­წყო­ბი­ლე­ბა-გაფ­რ­თხი­ლე­ბას­თან. ეს ახ­ა­ლი ტრი­ა­და, რომ­ლის­თ­ვი­საც შე­იძ­ლე­ბო­და მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დის „ნე­გა­ტი­უ­რი უტ­ო­პია” გვე­წო­დებინა, უპ­ი­რის­პირ­დე­ბა ზე­მოთ­ნახ­სე­ნებ და­დე­ბით უტ­ო­პი­ებს, შექ­მ­ნილს მე­თექ­ვ­ს­მეტე და მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ებ­ში.2 ნე­გა­ტი­უ­რი უტ­ო­პია ას­ა­ხავს თა­ნამედ­რო­ვე ად­ა­მი­ა­ნის უძ­ლუ­რე­ბა­სა და უიმ­ე­დო­ბას, სწო­რედ ის­ე­ვე, რო­გორც უწ­ინ­დე­ლი უტ­ო­პი­ე­ბი ას­ა­ხავ­დ­ნენ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დის ად­ა­მი­ა­ნის თვითრწმე­ნა­სა და იმ­ედს. ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, არ­ა­ფე­რია ისე პა­რა­დოქ­სუ­ლი, რო­გორც ეს ცვლი­ლე­ბა:

- ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი ეპ­ო­ქის და­საწყის­ში, რო­ცა ად­ა­მი­ა­ნი, არ­სე­ბი­თად, არ ფლობდა სა­შუ­ა­ლე­ბებს ის­ე­თი მსოფ­ლი­ოს ას­ა­შე­ნებ­ლად, სა­დაც სუფ­რა ყვე­ლას­თ­ვის გა­იშლე­ბო­და, ანუ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც არ­სე­ბობ­და ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი მო­ნო­ბის, ომ­ი­სა და ექს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის­თ­ვის და რო­დე­საც ად­ა­მი­ა­ნი ჯერ მხო­ლოდ გრძნობ­და ახალი მეც­ნი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ტექ­ნი­კურ თუ სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო მი­ზან­თა განსახ­ორ­ცი­ე­ლებ­ლად, – თა­ნა­მედ­რო­ვე გან­ვი­თა­რე­ბის ამ საწყის სა­ფე­ხურ­ზე ად­ამიანი, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, იმ­ე­დით იყო აღ­სავ­სე. და აი, ოთ­ხი სა­უ­კუ­ნის შემდეგ, რო­ცა ყვე­ლა მი­სი სურ­ვი­ლი აღს­რუ­ლე­ბა­დი ხდე­ბა, რო­ცა ად­ა­მი­ანს უკ­ვე შე­უძლია აწ­არ­მო­ოს ყვე­ლას­თ­ვის საკ­მა­რი­სი პრო­დუქ­ცია; რო­ცა ომი აუც­ი­ლე­ბე­ლი აღარ არ­ის, რად­გან ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის წყა­ლო­ბით ყო­ველ ქვე­ყა­ნას შე­უძ­ლია იქ­ონიოს იმ­ა­ზე მე­ტი სიმ­დიდ­რე, ვიდ­რე სხვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის მი­ტა­ცე­ბა მის­ცემ­და; რო­ცა ეს პლა­ნე­ტა ისწ­რა­ფის იყ­ოს ის­ე­თი­ვე ერ­თი­ა­ნი, რო­გორც რო­მე­ლი­მე კონ­ტი­ნენ­ტი იყო ოთ­ხი სა­უ­კუ­ნის წინ, – სწო­რედ ამ მიჯ­ნა­ზე, რო­ცა თით­ქოს ხორ­ცი უნ­და შე­ეს­ხას ადამ­ი­ა­ნის იმ­ედს, ის სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში ვარ­დე­ბა. ეს არ­ის არ­სე­ბი­თი მო­მენ­ტი სამ­ი­ვე ნე­გა­ტი­ურ უტ­ო­პი­ა­ში: სა­მი­ვე ავ­ტო­რი არა მხო­ლოდ აღ­წერს მო­მა­ვალს, რომ­ლისკე­ნაც მი­ვე­ქა­ნე­ბით, არ­ა­მედ თა­ვი­სე­ბუ­რად ხსნის კი­დეც ამ ის­ტო­რი­ულ პა­რა­დოქსს.

სა­მი ნე­გა­ტი­უ­რი უტ­ო­პია ერთ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა დე­ტა­ლებ­ში და მახ­ვილე­ბის დას­მა­ში.

„1984″-თან სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბით ზა­მი­ა­ტი­ნის „ჩვენ” უფრო ახ­ლოა, ვიდ­რე ჰაქს­ლის „დი­დე­ბუ­ლი ახ­ა­ლი სამ­ყა­რო”. პირ­ველ ორ­ში და­ხა­ტუ­ლია მთლი­ა­ნად ბი­უ­როკ­რა­ტი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც ად­ა­მი­ა­ნი არ­ის მხო­ლოდ ნო­მე­რი და და­კარ­გუ­ლი აქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის ყო­ველ­გ­ვა­რი გრძნო­ბა. ეს შე­დე­გი მიღ­ე­ბულ იქ­ნა და­უ­საზ­ღ­ვ­რე­ლი ტე­რო­რის კომ­ბი­ნი­რე­ბით იდ­ე­ო­ლო­გი­ურ და ფსი­ქო­ლო­გიურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­თან (ზა­მი­ა­ტი­ნის წიგ­ნ­ში ყვე­ლა­ფერს აგ­ვირ­გ­ვი­ნებს ტვი­ნის ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც ად­ა­მი­ანს ფი­ზი­კუ­რა­დაც კი ცვლის). ჰაქს­ლის თხზუ­ლე­ბა­ში ად­ამიან­ის ავ­ტო­მა­ტად ქცე­ვის მთა­ვარ იარ­აღს წარ­მო­ად­გენს ჰიპ­ნო­ტუ­რი მა­სობ­რი­ვი შთა­გო­ნე­ბა, რომ­ლის­თ­ვი­საც და­საშ­ვე­ბია თვით ტე­რო­რით ზე­მოქ­მე­დე­ბაც კი. შე­იძლება ითქ­ვას, ზა­მი­ა­ტი­ნი­სა და ორ­უ­ე­ლის მა­გა­ლი­თე­ბი ჰგავს უფ­რო სტა­ლი­ნის­ტურ და ნა­ცის­ტურ დიქ­ტა­ტუ­რებს, მა­შინ რო­ცა ჰაქს­ლის თხზუ­ლე­ბა აირ­ეკ­ლავს ინ­დუს­ტ­რიული და­სავ­ლე­თის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ­ლის დღე­ვან­დელ გეზ­ში არ­ა­ვი­თა­რი ფუნ­და­მენტუ­რი ცვლი­ლე­ბა არ ჩანს.

ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სამ უარ­ყო­ფით უტ­ო­პი­ას აერთი­ა­ნებს ერ­თი ძი­რე­უ­ლი კითხ­ვა. თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით ეს კითხ­ვა ფი­ლო­სო­ფი­უ­რი, ანთროპ­ო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რია, შე­საძ­ლოა, რე­ლი­გი­უ­რიც: შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ ად­ა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლოს, რომ მან და­ი­ვიწყოს თა­ვი­სი სწრაფვა თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ღირ­სე­ბის, მთლი­ა­ნო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­კენ, ანუ და­ი­ვიწყოს სა­კუ­თა­რი ად­ა­მი­ა­ნო­ბა? მოს­დ­გამს თუ არა ად­ა­მი­ა­ნურ ბუ­ნე­ბას დი­ნა­მიზ­მი, რომ­ლითაც იგი შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ძა­ლა­დო­ბას ზე­მოთ­ჩა­მოთ­ვ­ლილ ძი­რე­ულ ად­ა­მი­ა­ნურ სწრაფ­ვებ­ზე იმ­ით, რომ ეც­დე­ბა ჰუმ­ა­ნუ­რად აქ­ცი­ოს არაჰუმ­ა­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

უნ­და აღ­ი­ნიშ­ნოს, რომ სამ ავ­ტორ­თა­განს არ­ცერ­თი არ დგას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ლატი­ვიზ­მის მარ­ტივ პო­ზი­ცი­ა­ზე, ეს­ო­დენ გავ­რ­ცე­ლე­ბულ­ზე დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ებრივ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში. არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ იწ­ყებს იმ­ის დაშ­ვე­ბით, რომ არ არ­სე­ბობს ეგ­რეთ­წო­დე­ბუ­ლი „ად­ა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა”, არ არ­სე­ბობს ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვის თან­დაყო­ლი­ლი თვი­სე­ბე­ბი და იგი, უბ­რა­ლოდ, იბ­ა­დე­ბა „სუფ­თა და­ფად”, რო­მელ­ზეც ნე­ბისმი­ე­რი მო­ცე­მუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა წერს სა­კუ­თარ ტექსტს. სა­მი­ვე ავ­ტო­რი ფიქ­რობს, რომ ად­ა­მი­ანს მოს­დ­გამს ინ­ტენ­სი­უ­რი ლტოლ­ვა სიყ­ვა­რუ­ლის, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის, ჭეშმა­რი­ტე­ბი­სა და სო­ლი­და­რო­ბის­კენ, და ამ­ა­ში ის­ი­ნი მკვეთ­რად ემ­იჯ­ნე­ბი­ან რე­ლატივ­ის­ტებს. არ­სე­ბი­თად, ის­ი­ნი უკ­ვე იმ­ით ამტ­კი­ცე­ბენ ამ ად­ა­მი­ა­ნურ სწრაფ­ვა­თა ძალ­მო­სი­ლე­ბა­სა და ინ­ტენ­სი­უ­რო­ბას, რომ თვი­თონ­ვე აღ­წე­რენ, რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ამ სწრაფ­ვა­თა აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად. ზა­მი­ა­ტი­ნის წიგ­ნ­ში აუც­ი­ლებელი ხდე­ბა ჩა­ტარ­დეს ტვი­ნის სა­გან­გე­ბო ოპ­ე­რა­ცია, რა­თა ად­ა­მი­ა­ნი­დან მო­ი­ძირკვოს ად­ა­მი­ა­ნუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი. ჰაქს­ლის თხზუ­ლე­ბა­ში გა­დამ­წყ­ვეტ როლს ასრულ­ებს ხე­ლოვ­ნუ­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სე­ლექ­ცია და აბ­ე­ბი. ორ­უ­ელ­თან კი სა­ხე­ზეა სრუ­ლებით შე­უზ­ღუ­და­ვი წა­მე­ბა და ტვი­ნის ამ­ო­რეცხ­ვა. სამ ავ­ტორ­თა­გან ვერ­ცერთს ვერ დავ­ა­და­ნა­შა­უ­ლებთ იმ­ა­ში, თით­ქოს ად­ვილ ამ­ბად მი­აჩ­ნ­დეთ ჰუმ­ა­ნუ­რო­ბის მოს­პო­ბა ად­ა­მი­ან­ში. ამ­ას­თა­ნა­ვე, სა­მი­ვე ერთ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­დის: ეს მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია დღეს­დ­ღე­ო­ბით უკ­ვე სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა გა­მო­ყე­ნე­ბით.

ზა­მი­ა­ტი­ნის წიგ­ნ­თან ბევ­რი მსგავ­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ორ­უ­ე­ლის „1984″ თა­ვი­სებუ­რად პა­სუ­ხობს კითხ­ვას: რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ად­ა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა? ამ­ჯერად მსურს ვი­ლა­პა­რა­კო სა­კუთ­რივ ორ­უ­ე­ლი­სე­ულ რამ­დე­ნი­მე კონ­ცეფ­ცი­ა­ზე.

ორ­უ­ე­ლის მიგ­ნე­ბა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ე­სა­და­გე­ბა 1961 წელ­სა და შემ­დ­გომ ხუთ-თხუთ­მეტ­წ­ლი­ან პე­რი­ოდს, მდგო­მა­რე­ობს კავ­ში­რის წარ­მო­ჩე­ნა­ში „1984″-ს დიქტა­ტო­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ატ­ო­მურ ომს შო­რის. პირ­ვე­ლი ატ­ო­მუ­რი ომ­ე­ბი მოხ­და ორ­მო­ცი­ა­ნი წლე­ბის და­საწყის­ში. ათ­ი­ო­დე წლის შემ­დეგ იფ­ეთ­ქებს ფარ­თო­მას­შ­ტაბიანი ომი, რომ­ლის დრო­საც ჩა­მო­აგ­დე­ბენ ას­ო­ბით ატ­ო­მურ ბომბს რუ­სეთ­ში, და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამ­ე­რი­კა­ში. ამ ომ­ის შემ­დეგ ყვე­ლა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლება რწმუნ­დე­ბა, რომ ომ­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და, ამ­დე­ნად, თვით მა­თი მმარ­თ­ვე­ლო­ბის და­სას­რუ­ლის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა. ამ მო­საზ­რე­ბით შეწყდა ბომ­ბე­ბის სრო­ლა და სამ­მა დიდ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბამ, „უბ­რა­ლოდ, გა­ნაგ­რ­ძო ატ­ო­მუ­რი ბომ­ბე­ბის კე­თე­ბა და შე­ნახ­ვა იმ გა­დამ­წყ­ვე­ტი შან­სის­თ­ვის, რო­მე­ლიც, მა­თი რწმენით, ად­რე თუ გვი­ან სა­მი­ვეს მი­ე­ცე­მო­და.” მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის მი­ზა­ნი კი იმ­ის აღ­მო­ჩე­ნა გახ­ლ­დათ, თუ რო­გორ უნ­და „და­ე­ხო­ცათ რამ­დე­ნი­მე წამ­ში ას­ე­უ­ლო­ბით მილიონი ად­ა­მი­ა­ნი წი­ნას­წა­რი გაფ­რ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე”. ორ­უ­ელ­მა „1984″ და­წე­რა თერმო­ბირ­თ­ვუ­ლი იარ­ა­ღის აღ­მო­ჩე­ნამ­დე და ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნიშ­ვ­ნის სა­ხით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ორ­მოც­და­ა­თი­ან წლებ­ში უკ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი შე­იქ­ნა ზე­მო­აღ­ნიშ­ნული მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. იაპ­ო­ნი­ის ქა­ლა­ქებ­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ატ­ო­მუ­რი ბომ­ბი ჯერ კი­დევ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო და უს­უ­სუ­რი ჩანს მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის იმ შე­საძ­ლებლო­ბას­თან შე­და­რე­ბით, რო­მელ­საც გვთა­ვა­ზობს თა­ნა­მედ­რო­ვე თერ­მო­ბირ­თ­ვუ­ლი იარაღი: ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-ის მოს­პო­ბა სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში.

ორ­უ­ე­ლის კონ­ცეფ­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ეყრ­დ­ნო­ბა არ­ა­ერთ ფრი­ად გამ­ჭ­რი­ახ დაკ­ვირვე­ბას. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იგი გვიჩ­ვე­ნებს იარ­ა­ღის გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი წარ­მო­ების ეკ­ო­ნო­მი­კურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ურ­ომ­ლი­სო­დაც ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მა ვერ ფუნქციონ­ი­რებს. შემ­დეგ გვი­ხა­ტავს შთამ­ბეჭ­დავ სუ­რათს, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა სა­ზო­გადო­ე­ბა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ომ­ის სამ­ზა­დის­შია, მუდ­მი­ვად ში­შობს, რომ თავს და­ესხმი­ან, და მუდ­მი­ვად იმ სა­შუ­ა­ლე­ბებს ეძ­ებს, რი­თაც მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რებს მოწინ­ა­აღ­მ­დე­გეს. ორ­უ­ე­ლის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნე­ლი სუ­რა­თი ერ­თობ სა­გუ­ლის­ხ­მოა: იგი გვთა­ვა­ზობს ძლი­ერ არ­გუ­მენტს პო­პუ­ლა­რუ­ლი იდ­ე­ის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ, თით­ქოს­და ჩვენ შევ­ძ­ლებთ თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გა­მა­ლე­ბუ­ლი შეიარა­ღე­ბით, რაც, თა­ვის­თა­ვად, „სტა­ბი­ლუ­რი” შემ­კა­ვებ­ლის როლს ით­ა­მა­შებს. ეს დამამ­შ­ვი­დე­ბე­ლი იდეა იგ­ნო­რი­რე­ბას უკ­ე­თებს იმ საფ­რ­თხეს, რომ მზარ­დი ტექ­ნი­კური „პროგ­რე­სის” წყა­ლო­ბით (რო­მე­ლიც ხუთ წე­ლი­წად­ში ერთხელ სრუ­ლე­ბით ახ­ა­ლი ტიპ­ის იარ­აღს ქმნის და მა­ლე ათ­ის ნაც­ვ­ლად ას და ათ­ას მე­გა­ტო­ნა სიმ­ძ­ლავ­რის ბომბს გა­ა­კე­თებს) მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იძ­უ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა იც­ხოვ­როს მი­წის ქვეშ. მაგ­რამ თერ­მო­ბირ­თ­ვუ­ლი იარ­ა­ღის და­მან­გ­რე­ვე­ლი ძა­ლა ყო­ველ­თ­ვის გა­და­ა­ჭარ­ბებს მი­წის­ქ­ვე­შა სა­ბი­ნად­როს სიღ­რ­მეს, სამ­ხედ­რო ძა­ლა­უფ­ლე­ბა გახ­დე­ბა წამ­ყ­ვა­ნი (ფაქ­ტობ­რი­ვად მა­ინც, თუ არა იურ­ი­დი­უ­ლად) და გა­მუდ­მე­ბუ­ლი შიშ-სი­ძულ­ვი­ლი პო­ტენცი­უ­რი აგ­რე­სო­რის მი­მართ და­ან­გ­რევს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ჰუმ­ა­ნის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ების ძი­რე­ულ პრინ­ცი­პებ­სა და მი­მარ­თე­ბებს. სხვა სიტყ­ვე­ბით: თუ გა­მა­ლე­ბუ­ლი შეიარა­ღე­ბა არ მიგ­ვიყ­ვანს თერ­მო­ბირ­თ­ვულ ომ­ამ­დე, იმ­ის ნგრე­ვამ­დე მა­ინც მიგ­ვიყვანს, რა­საც შე­იძ­ლე­ბა „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი”, „თა­ვი­სუ­ფა­ლი” ან „ტრა­დი­ცი­ულ-ამ­ერიკ­უ­ლი” ეწ­ო­დოს. დი­დი წარ­მო­სახ­ვი­თი ძა­ლი­თა და ოს­ტა­ტო­ბით გვიჩ­ვე­ნებს ორუელი იმ თვალ­საზ­რი­სის ილ­უ­ზო­რუ­ლო­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დე­მოკ­რა­ტი­ას შე­უძ­ლია იარ­სე­ბოს ატ­ო­მუ­რი ომ­ის­თ­ვის მუდ­მივ სამ­ზა­დის­ში მყოფ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტია ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ბუ­ნე­ბისOორ­უ­ე­ლი­სე­უ­ლი აღწე­რა, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნუ­ლად წარ­მო­ად­გენს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სტა­ლი­ნურ გა­გე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით – ოც­და­ა­თი­ან წლებ­ში. მაგ­რამ ყვე­ლას, ვინც ამ წიგ­ნ­ში და­ი­ნა­ხავს მხო­ლოდ სტა­ლი­ნიზ­მის­თ­ვის გა­მო­ტა­ნილ მო­რიგ გა­ნა­ჩენს, მხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მორჩება ავ­ტო­რი­სე­უ­ლი ან­ა­ლი­ზის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ელ­ე­მენ­ტი. იგი ლა­პა­რა­კობს იმ ტენ­დენ­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც ად­გი­ლი აქვს არა მხო­ლოდ რუ­სეთ­სა და ჩი­ნეთ­ში, არ­ა­მედ და­სავ­ლე­თის ინ­დუს­ტ­რი­ულ ქვეყ­ნებ­შიც, თუნ­დაც უფ­რო შე­ნე­ლე­ბუ­ლად. ძი­რე­უ­ლი საკით­ხი, რო­მელ­საც ორ­უ­ე­ლი აყ­ე­ნებს, არ­ის ის, არ­სე­ბობს თუ არა, სა­ერ­თოდ, „ჭეშ­მა­რიტება”. რო­გორც მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტია ამ­ბობს: „სი­ნამ­დ­ვი­ლე არ არ­ის გა­რეთ არსე­ბუ­ლი რამ. ის მხო­ლოდ ად­ა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს… ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არ­ის ის, რა­საც მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტია სცნობს ჭეშ­მა­რი­ტე­ბად”. თუ ეს ასეა, მა­შინ მმართ­ვე­ლი პარ­ტია ად­ა­მი­ან­თა გო­ნე­ბის კონ­ტ­რო­ლით ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­საც აკ­ონ­ტ­რო­ლებს. პარ­ტი­ის პრო­ტა­გო­ნის­ტ­სა და და­მარ­ცხე­ბულ მე­ამ­ბო­ხეს შო­რის გა­მარ­თულ სა­ბედის­წე­რო სა­უ­ბარ­ში, რო­მელ­საც სიღ­რ­მე-მას­შ­ტა­ბით დიდ ინკ­ვი­ზი­ტორ­სა და ქრის­ტეს შო­რის გა­მარ­თულ დოს­ტო­ევ­ს­კი­სე­ულ დი­ა­ლოგს შე­ვა­და­რებ­დით, გან­მარ­ტე­ბუ­ლია მმართვე­ლი პარ­ტი­ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი. თუმ­ცა, ინკ­ვი­ზი­ტო­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვებით, პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი არც­კი აც­ხა­დე­ბენ პრე­ტენ­ზი­ას იმ­ა­ზე, რომ მა­თი სის­ტე­მა ად­ა­მი­ა­ნის გა­სა­ბედ­ნი­ე­რებ­ლა­დაა შექ­მ­ნი­ლი, რად­გან ად­ა­მი­ა­ნე­ბი – ეს მყი­ფე და მში­შა­რა არ­სე­ბე­ბი – გა­ურ­ბი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბას და თვალს ვერ უს­წო­რე­ბენ ჭეშ­მა­რიტებ­ას. ლი­დე­რებ­მა კარ­გად იც­ი­ან, რომ სხვა არ­ა­ფე­რი აქვთ მიზ­ნად, გარ­და ძა­ლა­უფლებ­ი­სა. მათ­თ­ვის „ძა­ლა­უფ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა კი არა – სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია. ძა­ლა­უფ­ლება ნიშ­ნავს უნ­არს – მი­ა­ყე­ნო მე­ო­რე ად­ა­მი­ანს და­უ­საზ­ღ­ვ­რა­ვი ტან­ჯ­ვა და ტკი­ვი­ლი.” ამ­დე­ნად, ლი­დე­რე­ბის­თ­ვის ძა­ლა­უფ­ლე­ბა ქმნის სი­ნამ­დ­ვი­ლეს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბას.

ის პო­ზი­ცია, რო­მელ­საც ორ­უ­ე­ლი ან­ი­ჭებს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ელ­ი­ტას, შე­იძ­ლე­ბა ითქვას, წარ­მო­ად­გენს ფი­ლო­სო­ფი­უ­რი იდ­ე­ა­ლიზ­მის უკ­ი­დუ­რეს ფორ­მას. მაგ­რამ უფ­რო მეტ­ად უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა ამ­ო­ვიც­ნოთ, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა და სი­ნამ­დ­ვი­ლის ეს კონცეფ­ცია არ­ის უკ­ი­დუ­რე­სი ფორ­მა პრაგ­მა­ტიზ­მი­სა, რო­მელ­შიც ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ექ­ვემდებ­ა­რე­ბა პარ­ტი­ას. ამ­ე­რი­კელ მწე­რალს ალ­ან ჰარ­ინ­გ­ტონს, რო­მე­ლიც თა­ვის წიგ­ნ­ში „ცხოვ­რე­ბა ბრო­ლის სა­სახ­ლე­ში” იძ­ლე­ვა დიდ ამ­ე­რი­კულ კორ­პო­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნის დახ­ვე­წილ და გულ­ში­ჩამ­წ­ვ­დომ სუ­რათს, მო­ხელ­თე­ბუ­ლი აქვს სა­უცხოო გა­მოთ­ქ­მა ჭეშმა­რი­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ცეფ­ცი­ის­თ­ვის: „მოძ­რა­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა”. თუ მე ვმუ­შა­ობ დიდ კორ­პო­რა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ამტ­კი­ცებს, რომ მი­სი პრო­დუქ­ცია ჯო­ბია ყველა მი­სი კონ­კუ­რენ­ტის ან­ა­ლო­გი­ურ პრო­დუქ­ცი­ას, მა­შინ სრუ­ლე­ბით შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ხდე­ბა სა­კითხის დას­მა ამ მტკი­ცე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის თა­ო­ბა­ზე სი­ნამ­დ­ვი­ლეს­თან. მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მხო­ლოდ იმ­ას, რომ რამ­დე­ნა­დაც მე ვემ­სა­ხუ­რე­ბი ამ და არა სხვა კორ­პო­რა­ცი­ას, ამ­დე­ნად ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბა „ჩე­მი” ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ხდე­ბა და აღ­არ ვა­პი­რებ იმ­ის გა­მორ­კ­ვე­ვას, არ­ის თუ არა იგი ობ­ი­ექ­ტუ­რი სი­მართლე. თუ ამ­ის შემ­დეგ გა­მო­ვიც­ვ­ლი სამ­სა­ხურს და გა­და­ვალ მე­ო­რე კორ­პო­რა­ცი­ა­ში, რომე­ლიც მა­ნამ­დე „ჩე­მი” კონ­კუ­რენ­ტი იყო, მა­შინ მე მი­ვი­ღებ ახ­ალ ჭეშ­მა­რი­ტებას, რომ მი­სი პრო­დუქ­ცია სა­უ­კე­თე­სოა და, სუ­ბი­ექ­ტუ­რად რომ ვთქვათ, ეს ახ­ა­ლი ჭეშმა­რი­ტე­ბა ის­ე­თი­ვე ნამ­დ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც ძვე­ლი.

სწო­რედ ესაა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ღუპ­ვე­ლი სვლის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სახას­ი­ა­თო ნი­შა­ნი, რომ ნელ-ნე­ლა ინს­ტ­რუ­მენ­ტად ქცე­ვის გზა­ზე დამ­დ­გა­რი ად­ა­მი­ა­ნისთვის სი­ნამ­დ­ვი­ლე კი არ წარ­მარ­თავს, არ­ა­მედ ცალ­სა­ხად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მის პირად ინ­ტე­რე­სებ­სა და ფუნ­ქ­ცი­ებს. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა მტკიც­დე­ბა მი­ლი­ო­ნე­ბის კონ­სენსუ­სით. ლო­ზუნგს „რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნე­ბი ცდე­ბოდ­ნენ” ემ­ა­ტე­ბა მე­ო­რე ლოზუნ­გი: „რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერთ­კა­ცი­ა­ნი უმ­ცი­რე­სო­ბა იყ­ოს მარ­თა­ლი”. ორ­უ­ე­ლი მთელი სიცხა­დით გვიჩ­ვე­ნებს, რომ იმ სის­ტე­მა­ში, რო­მელ­შიც გა­უქ­მე­ბუ­ლია ჭეშ­მა­რიტე­ბის – რო­გორც სი­ნამ­დ­ვი­ლის ობ­ი­ე­ტუ­რი გან­ს­ჯის – კონ­ცეფ­ცია, უმ­ცი­რე­სო­ბა­ში მოხვედ­რი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კა­ცი უნ­და დარ­წ­მუ­ნე­ბულ იქ­ნას სა­კუ­თარ შეშ­ლი­ლო­ბა­ში.

იმ აზ­როვ­ნე­ბის აღ­სა­წე­რად, რო­მე­ლიც დო­მი­ნი­რებს მის წიგ­ნ­ში, ორ­უ­ე­ლი იყ­ე­ნებს უკ­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ლექ­სი­კა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბულ სიტყ­ვას: „ორ­აზ­რი”.

„ორ­აზ­რი ნიშ­ნავს ორი ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო რწმე­ნის თა­ნა­არ­სე­ბო­ბას ერთი ად­ა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც ორ­ი­ვეს ერთ­ნა­ი­რად იღ­ებს… ეს პრო­ცე­სი გაც­ნობიერ­ე­ბუ­ლად უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, რა­თა გან­ხორ­ცი­ელ­დეს საკ­მა­რი­სი სი­ზუს­ტით. თუმ­ცა გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლიც უნ­და იყ­ოს, რა­თა არ და­ბა­დოს სი­ყალ­ბის და, აქ­ე­დან გამომ­დი­ნა­რე, და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა..”

სწო­რედ ორ­აზ­რის გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ას­პექ­ტია ის, რა­საც „1984″-ის ბევ­რი მკითხვე­ლი შეც­დო­მა­ში შე­ყავს, რა­კი აფ­იქ­რე­ბი­ნებს, რომ ამ მე­თოდს იყ­ე­ნე­ბენ რუ­სე­ბი და ჩი­ნე­ლე­ბი, თვით მი­სი ქვეყ­ნის­გან კი ის ძალ­ზე შორს დგას. რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ეს მტკნა­რი ილ­უ­ზიაა.

ჩვენ, და­სავ­ლე­თის მკვიდ­რ­ნი, ვლა­პა­რა­კობთ „თა­ვი­სუ­ფალ მსოფ­ლი­ო­ზე”, რო­მელშიც ვგუ­ლის­ხ­მობთ არა მხო­ლოდ ამ­ე­რი­კი­სა და ინგ­ლი­სის მსგავს, თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევნებ­სა და სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბულ სის­ტე­მებს, არ­ა­მედ სამ­ხ­რე­თამე­რი­კულ დიქ­ტა­ტუ­რებ­საც (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვგუ­ლის­ხ­მობ­დით, ვიდ­რე ის­ი­ნი არსე­ბობ­დ­ნენ). ას­ე­ვე ვა­ტევ­დით ამ ცნე­ბა­ში დიქ­ტა­ტუ­რის ის­ეთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ფორმებ­საც, რო­გო­რი­ცაა ფრან­კოს და სა­ლა­ზა­რის, აგ­რეთ­ვე სამ­ხ­რე­თაფ­რი­კუ­ლი, პა­კის­ტანუ­რი და აბ­ი­სი­ნი­უ­რი დიქ­ტა­ტუ­რე­ბი. რო­ცა ვსა­უბ­რობთ თა­ვი­სუ­ფალ მსოფ­ლი­ო­ზე, არსებ­ი­თად, მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს რუ­სეთ­თან და ჩი­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი სა­ხელმწი­ფო­ე­ბი, მაგ­რამ არა ის­ი­ნი, რო­მელ­თა წეს-წყო­ბი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ თა­ვი­სუფ­ლებას ეყრ­დ­ნო­ბა.

მე­ო­რე თა­ნა­მედ­რო­ვე მა­გა­ლი­თი იმ­ი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ერთ­სა და იმ­ა­ვე გო­ნე­ბა­ში ორი ურ­თი­ერ­თ­სა­პი­რის­პი­რო და ერთ­ნა­ი­რად მი­ღე­ბუ­ლი რწმე­ნა, არ­ის ჩვე­ნი მსჯე­ლო­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბის თე­მა­ზე. შე­მო­სავ­ლი­სა და ენ­ერ­გი­ის მნიშვნელ­ო­ვან ნა­წილს ჩვენ თერ­მო­ბირ­თ­ვუ­ლი იარ­ა­ღის წარ­მო­ე­ბა­ში ვხარ­ჯავთ და არ ვფიქრობთ იმ­ა­ზე, რომ ამ იარ­აღს უკ­ვე შე­უძ­ლია ჩვე­ნი (და ჩვე­ნი მტრის) მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თი მე­სა­მე­დის, ნა­ხევ­რის ან უმ­ე­ტე­სო­ბის მოს­პო­ბა. მა­გა­ლი­თად, ჰერ­მან კა­ნი – სად­ღე­ი­სოდ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მწე­რა­ლი ატ­ო­მუ­რი სტრა­ტე­გი­ის სფე­როში – გა­ნაცხა­დებს: „…სხვა სიტყ­ვე­ბით – ომი სა­ში­ნე­ლე­ბაა, ამ­ა­ზე ორი აზ­რი არ არ­სებობს. მაგ­რამ ას­ე­ვეა მშვი­დო­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გა­მოთ­ვ­ლებით შეგ­ვე­და­რე­ბი­ნა ომ­ის სა­ში­ნე­ლე­ბა მშვი­დო­ბის სა­ში­ნე­ლე­ბას­თან და დაგ­ვე­ნახა, რამ­დე­ნად უარ­ე­სია პირ­ვე­ლი მე­ო­რე­ზე.”

კა­ნი ვა­რა­უ­დობს, რომ თერ­მო­ბირ­თ­ვუ­ლი ომი შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს სა­მო­ცი მი­ლიონი ამ­ე­რი­კე­ლის მოს­პო­ბას, მაგ­რამ, მი­სი აზ­რით, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი „ქვე­ყა­ნა სწრა­ფად­ვე დად­გე­ბო­და ფეხ­ზე” და თერ­მო­ბირ­თ­ვუ­ლი ომ­ის ტრა­გე­დია ვერ და­აბრკოლ­ებ­და „ნორ­მა­ლურ და ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას გა­დარ­ჩე­ნილ­თა და მათ შთა­მო­მა­ვალთა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის”. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა გუ­ლის­ხ­მობს: ა) ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით ომ­ისთვის, რა­თა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მშვი­დო­ბა; ბ) თუ ომი ატყ­დე­ბა და რუ­სე­ბი გაჟ­ლე­ტენ ჩვენი მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ მე­სა­მედს, ჩვენ კი – მათ­სას (თუ შევ­ძ­ლებთ, უფ­რო მეტ­საც), გადარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხი მა­ინც ბედ­ნი­ე­რად იც­ხოვ­რებს; გ) სა­ში­ნე­ლე­ბაა არა მხო­ლოდ ომი, არ­ა­მედ მშვი­დო­ბაც, და აუც­ი­ლე­ბე­ლია იმ­ის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბა, რამ­დე­ნად უფ­რო საშინ­ე­ლია ომი.

ის ად­ა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თ­ვი­საც მი­სა­ღე­ბია მსგავ­სი მსჯე­ლო­ბა, „ფხიზ­ლე­ბად” იწოდ­ე­ბი­ან. ის­ი­ნი, ვის­თ­ვი­საც სა­ეჭ­ვოა, რომ ამ­ე­რი­კა ერთ­ნა­ი­რად „ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი” დარ­ჩე­ბა ორი მი­ლი­ო­ნი და სა­მო­ცი მი­ლი­ო­ნი მსხვერ­პ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ არიან „ფხიზ­ლე­ბი”. ის­ი­ნი კი, ვინც გან­გა­შით მი­უ­თი­თებს ას­ე­თი ნგრე­ვის პო­ლი­ტიკურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და მო­რა­ლურ შე­დე­გებ­ზე, „არ­ა­რე­ა­ლის­ტე­ბად” ცხად­დე­ბი­ან.

ეს წე­რი­ლი ვერ და­ი­ტევს ხან­გ­რ­ძ­ლივ დის­კუ­სი­ას გა­ნი­ა­რა­ღე­ბის პრობ­ლე­მა­ზე. აქ მხო­ლოდ მა­გა­ლი­თე­ბი მო­ვიხ­მეთ, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან ორ­უ­ე­ლის წიგ­ნის გაგ­ე­ბა­ში, სა­ხელ­დობრ იმ­ა­ში, რომ „ორ­აზ­რი”, უბ­რა­ლოდ, ის­ე­თი რამ კი არ არ­ის, რაც მხო­ლოდ მო­მა­ვალ­ში და მხო­ლოდ დიქ­ტა­ტუ­რებ­ში მოხ­დე­ბა, – ის უკ­ვე ჩვენ­თა­ნაა.

ორ­უ­ე­ლის გან­ს­ჯის მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი მჭიდ­როდ უკ­ავ­შირ­დე­ბა „ორაზრს”: გო­ნე­ბის ოს­ტა­ტუ­რი მარ­თ­ვით მი­იღ­წე­ვა, რომ ად­ა­მი­ა­ნი აღ­არ ამ­ბობს იმის სა­პი­რის­პი­როს, რა­საც ფიქ­რობს, მაგ­რამ რა­საც ფიქ­რობს – ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სა­პირის­პი­როა. ასე მა­გა­ლი­თად, თუ მას მთლი­ა­ნად დათ­მო­ბი­ლი აქვს სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კიდებ­ლო­ბა და მთლი­ა­ნო­ბა, და თა­ვის­თავს სა­ხელ­მ­წი­ფოს, პარ­ტი­ის ან კორ­პო­რა­ცი­ის კუთვნი­ლე­ბად აღ­იქ­ვამს, მა­შინ ორს მი­მა­ტე­ბუ­ლი ორი არ­ის ხუ­თი, ხო­ლო მო­ნო­ბა – თა­ვისუფ­ლე­ბაა, და ამ­ის შემ­დეგ იგი თავს თა­ვი­სუფ­ლად გრძნობს, რად­გან აღ­არ არ­სე­ბობს რა­ი­მე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­სა და სი­ყალ­ბეს შო­რის. ეს გან­სა­კუ­თე­ბით მიეს­ა­და­გე­ბა იდ­ე­ო­ლო­გი­ებს. ზუს­ტად ის­ე­ვე, რო­გორ ინკ­ვი­ზი­ტო­რებს სწამ­დათ, რომ მწვა­ლე­ბელ­თა წა­მე­ბი­სას ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით მოქ­მე­დებ­დ­ნენ, მმართვე­ლი პარ­ტი­აც ას­ე­ვე „უკ­უ­აგ­დებს და მი­წას­თან ას­წო­რებს ყო­ველ პრინ­ციპს, რომელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად იც­ავ­და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა, და ამ­ას აკ­ე­თებს ისევ და ის­ევ სო­ცი­ა­ლიზ­მის სა­ხე­ლით.” სო­ცი­ა­ლიზ­მის ში­ნა­არ­სი მი­სი­ვე სა­წი­ნა­აღმდე­გო რა­ო­ბად იქ­ცე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, ად­ა­მი­ა­ნებს სჯე­რათ, რომ იდ­ე­ო­ლო­გია გუ­ლის­ხ­მობს იმ­ას, რა­საც ამ­ბობს. ამ მი­მარ­თე­ბით, ორ­უ­ე­ლი სავ­სე­ბით ცხა­დად გულისხ­მობს სო­ცი­ა­ლიზ­მის გა­ყალ­ბე­ბას რუ­სუ­ლი კო­მუ­ნიზ­მის მი­ერ. მაგ­რამ უთ­უ­ოდ უნდა და­ვა­მა­ტოთ, რომ მსგავს გა­ყალ­ბე­ბა­ში და­სავ­ლეთ­საც ედ­ე­ბა ბრა­ლი. ჩვენს სა­ზოგა­დო­ე­ბას ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­ი­ცი­ა­ტი­ვის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი­სა და იდ­ე­ა­ლიზ­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბად, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ეს, უმ­ე­ტეს­წი­ლად, მხო­ლოდ სიტყვებია. ჩვენ ვართ არ­სობ­რი­ვად ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბუ­ნე­ბის მქო­ნე ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რულ-ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ის­ე­თი მა­ტე­რი­ა­ლიზ­მით, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ოდ­ნა­ვაა შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ნამ­დ­ვი­ლად სუ­ლი­ე­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი მიმარ­თე­ბე­ბით.

აი, „ორ­აზ­რის” კი­დევ ერ­თი მა­გა­ლი­თი: ატ­ო­მურ სტრა­ტე­გი­ა­ზე სა­უბ­რი­სას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მწე­რალს ახ­სოვს ის ფაქ­ტი, რომ, ქრისტიან­უ­ლი მსოფ­ლ­ხედ­ვით, სხვი­სი კვლა უფ­რო დი­დი ბო­რო­ტე­ბაა, ვიდ­რე ის, რომ სხვის მიერ იქ­ნა მოკ­ლუ­ლი. ორ­უ­ე­ლი­სე­ულ აღ­წე­რა­ში მკითხ­ვე­ლი ჩვე­ნი და­სავ­ლუ­რი სა­ზო­გადო­ე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ მრა­ვალ სხვა შტრიხ­საც იპ­ო­ვის, რა­თა თა­ვი­სი თავის უკ­ეთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის შემ­დეგ საკ­მა­რი­სად დაძ­ლი­ოს სა­კუ­თა­რი „ორ­აზ­რი”.H

რა თქმა უნ­და, ორ­უ­ე­ლის მი­ერ და­ხა­ტუ­ლი სუ­რა­თი უკ­ი­დუ­რე­სად დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ მკითხ­ვე­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მას­ში მხო­ლოდ მტრის ხატი კი არ ჩანს, არ­ა­მედ მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს. ამ სუ­რა­თის შემ­ხედ­ვა­რე ად­ა­მი­ა­ნის რე­აქ­ცია შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ორგ­ვა­რი: ან გახ­დე­ბა უფ­რო უიმედო და ბედს შე­რი­გე­ბუ­ლი, ან იგრ­ძ­ნობს, რომ ჯერ კი­დევ არ­ის დრო და მე­ტი გო­ნი­ე­რები­თა და გამ­ბე­და­ო­ბით იმ­ოქ­მე­დებს.

სა­მი­ვე ნე­გა­ტი­უ­რი უტ­ო­პია აჩ­ვე­ნებს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ად­ა­მი­ა­ნის სრუ­ლი დეჰუმ­ა­ნი­ზე­ბა და თან ცხოვ­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა ეჭ­ვი შე­ი­ტა­ნოს ამ დაშ­ვე­ბის სის­წო­რე­ში და იფ­იქ­როს, რომ თუ­კი შე­ი­მუს­რე­ბა ად­ა­მი­ა­ნის ჰუმ­ა­ნური გუ­ლის­გუ­ლი, მა­შინ მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბაც გა­ნად­გურ­დე­ბა. გუ­ლა­მოც­ლი­ლი ად­ა­მი­ანები ხომ ის­ე­თი არ­ა­ა­და­მი­ა­ნურ­ნი და სი­ცოცხ­ლე­დაშ­რე­ტილ­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ერთიმ­ე­ო­რეს მოს­პობ­დ­ნენ ან სრუ­ლი მოწყე­ნი­ლო­ბი­სა და ში­შის­გან და­ი­ხო­ცე­ბოდ­ნენ. თუ „1984″-ის სამ­ყა­რო ცხოვ­რე­ბის დო­მი­ნან­ტურ ფორ­მად იქ­ცე­ვა დე­და­მი­წა­ზე, ეს იქნება შეშ­ლილ­თა მსოფ­ლიო, ანუ არ­ა­სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ქვეყ­ნი­ე­რე­ბა (ორ­უ­ე­ლი ამას ოს­ტა­ტუ­რად მი­ა­ნიშ­ნებს გი­ჟუ­რი ნა­პერ­წ­კ­ლის ხსე­ნე­ბით პარ­ტი­ის ლი­დე­რის მზერა­ში). დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც ორ­უ­ელს და არც ჰაქს­ლის ან ზა­მი­ა­ტინს არ სურ­დათ იმის მტკი­ცე­ბა, რომ ას­ე­თი მსოფ­ლიო გარ­და­უვ­ლად მო­ვა. პი­რი­ქით, ამ წიგ­ნე­ბით ისინი გვიჩ­ვე­ნე­ბენ სა­ით მივ­დი­ვართ და სა­დამ­დე მი­ვალთ, თუ არ ავ­ა­ღორ­ძი­ნებთ ჰუმანიზ­მი­სა და ღირ­სე­ბის სულს – და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის სა­ფუძ­ველ­თა სა­ფუძ­ველს. ორუელი, ის­ე­ვე რო­გორც ორი სხვა ავ­ტო­რი, უბ­რა­ლოდ, მიგ­ვი­თი­თებს, რომ მე­ნე­ჯე­რუ­ლი ინდუსტ­რი­ა­ლიზ­მის ახ­ა­ლი ფორ­მა, რო­მელ­შიც ჩვენ ვქმნით ად­ა­მი­ა­ნი­ვით მოქ­მედ მანქან­ებს და ვზრდით მან­ქა­ნა­სა­ვით მოქ­მედ ად­ა­მი­ა­ნებს, ხელს უწ­ყობს დეჰუმ­ა­ნი­ზაცი­ი­სა და სრუ­ლი გა­უცხო­ე­ბის ეპ­ო­ქის დად­გო­მას, რო­მელ­შიც ად­ა­მი­ა­ნე­ბი იქ­ცე­ვიან საგ­ნე­ბად, პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა-მოხ­მა­რე­ბის პრო­ცე­სის და­მა­ტე­ბად. სა­მი­ვე ავტო­რი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეს საფ­რ­თხე არ­სე­ბობს არა მხო­ლოდ რუ­სულ ან ჩი­ნურ კო­მუნიზ­მ­ში, არ­ა­მედ ნიშ­ნე­უ­ლია თვით წარ­მო­ე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მის­თ­ვის და შე­და­რე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია ამა თუ იმ იდ­ე­ო­ლო­გი­ის­გან. ორ­უ­ე­ლი, ისე­ვე რო­გორც სხვა ნე­გა­ტი­უ­რი უტ­ო­პი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი, უბ­ე­დუ­რე­ბის წი­ნას­წარ­მეტყვე­ლი კი არ არ­ის, მას ჩვე­ნი გაფ­რ­თხი­ლე­ბა და გაღ­ვი­ძე­ბა სურს. მას ჯერ კი­დევ არ და­უ­კარ­გავს იმ­ე­დი. მაგ­რამ და­სავ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში შექმნილი უტ­ო­პი­ე­ბის ავ­ტორ­თა იმ­ე­დე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ეს იმ­ე­დი – სა­სო­წარ­კ­ვეთი­ლი იმ­ე­დია.

რო­გორც „1984″ გვას­წავ­ლის, იმ­ე­დი შე­იძ­ლე­ბა ხორ­ც­შეს­ხ­მულ იქ­ნას მხო­ლოდ იმ შემთხ­ვე­ვა­ში, თუ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რა საფ­რ­თხე ემ­უქ­რე­ბა ავ­ტო­მა­ტად ქცე­ულ ად­ამიან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია არ­ა­ვი­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა, სიყ­ვარუ­ლი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­რი და რო­მე­ლიც – სწო­რედ „ორ­აზ­რის” წყა­ლო­ბით – ვერ­ც­კი აცნობ­ი­ე­რებს ამ­ას. მსგავ­სი წიგ­ნე­ბი – ძა­ლუ­მი გაფ­რ­თხი­ლე­ბე­ბია. დი­დად სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბო­და, თუ ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლი თვით­კ­მა­ყო­ფი­ლად გან­საზ­ღ­ვ­რავ­და „1984″-ს, რო­გორც სტა­ლი­ნუ­რი ბარ­ბა­რო­სო­ბის ერთ-ერთ აღ­წე­რას, და ვერ და­ი­ნა­ხავ­და მას­ში სა­კუთრივ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

—————————————

1 უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი გა­მო­ცე­მა და­ი­ბეჭ­და „მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ახ­ა­ლი ამ­ერიკ­უ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის” მი­ერ ნიუ იორკ­ში, 1960 წელს (ე. ფრო­მი).

2 აქ­ვე უნ­და ითქ­ვას, რომ ჯეკ ლონ­დო­ნის „რკი­ნის ქუს­ლი” – ფა­შიზ­მის წინას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა ამ­ე­რი­კა­ში – არ­ის პირ­ვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე უტ­ო­პია.

წყარო: არილი

მსგავსი პოსტი: ჯორჯ ორუელი – ნაწყვეტები 1984-დან

ერიხ ფრომის სხვა ტექსტები: