1 მაისის ისტორია

დღეს  ძალიან  ცოტა ადამიანმა  იცის,  თუ რატომ აღნიშნავენ ანარქისტები 1 მაისს. ისტორიული ექსკურსი საინტერესო იქნება,  არა  მარტო  როგორც მონაყოლი, არამედ  როგორც გაკვეთილიც, რომელსაც აუცილებლად გაიაზრებენ თავისუფლებისა და ღირსების მოყვარე ადამიანები.

სულ რაღაც 100 წლის წინ ამერიკა  სულაც არ წარმოადგენდა ე.წ. „ამერიკული ოცნების“ ქვეყანას.    1880  წელს საყოფაცხოვრებო  მინიმუმი შეადგენდა  დაახლოებით 750 დოლარს წელიწადში,  ინდუსტრიაში მომუშავე  ადამიანის წლიური ხელფასი კი 300 დოლარს.  ამასთან ერთად სამუშაო დღე გრძელდებოდა 11-12 საათს, ხშირ შემთხვევაში 15-საც კი. ყოველი მეექვსე  ბავშვი მუშაობდა ინდუსტრიაში  და  იღებდა უფროსის  ხელფასის ნახევარს იმავე საქმის გაკეთებითვის. მშრომელთა უფლებების დაცვაზე არავინ ფიქრობდა. ეს მონაცემები ამოღებულია აშშ-ს  კონგრესისთვის შრომის  სტატისტიკის ბიუროს მოხსენებიდან.  მოხსენების ბოლოს ნათქვამია: „ადამიანები უნდა კვდებოდნენ იმისთვის, რომ ყვაოდეს ინდუსტრია“ კითხვის გაგრძელება →

M31 – კაპიტალიზმის წინააღმდეგ

ანტიკაპიტალისტური კამპანიის ფარგლებში 31 მარტს სხვადასხვა ჯგუფებმა 40ზე მეტ ქალაქში კოორდინირებული აქცია მოაწყეს. ევროპის 15ზე მეტ ქვეყანაში ათასობით ადამიანი გამოვიდა კაპიტალიზმის წინააღმდეგ. აქციები და დემონსტრაციები მოეწყო ლისაბონში, მადრიდში, ბილბაოში, ვენაში, კიევში, თბილისში, ლუბლიანაში და სხვა ქალაქებში.

“ჩვენ აქ დავრჩებით”  (We are here to stay)- ასეთია კამპანიის დევიზი. ორგანიზატორების განცხადებით 31 მარტის აქცია მხოლოდ სიმბოლური დასაწყისი იყო, კამპანია კი გაგრძელდება და უფრო ორგანიზებულ და მასშტაბურ ფორმას მიიღებს. კითხვის გაგრძელება →

ლიბერტარული განათლება – ალტერნატივა

ჯოელ სპრინგის “Primer of libertarian Education”-ის მიხედვით

„ყოველი სწავლება დღეს დესპოტიზმია.შეუძლებელია ახალგაზრდისათვის გზის გაკვალვა ისე,რომ პირისპირ არ შეეჯახოს მორჩილების მოთხოვნაში დამალულ ტირანიას: „იქ წადი,ასე გააკეთე,წაიკითხე,დაწერე,ადექი,დაჯექი“ – შესაძლოა ეს ენა სამუდამოდ გამოყენებოდეს ახალგაზრდებთან კომუნიკაციისას“(უილიამ გოდვინი)

თანამედროვე გამოწვევის საპასუხოდ,რომელიც „ნაციონალური განათლების“ საპირისპირო თეზისებსა და პრინციპებზე იქნება დაფუძნებული,ჯოელ სპრინგი ეყრდნობა ადრეულ ლიბერტარიანელ მოაზროვნეებს,რომ ჩამოაყალიბოს განათლების ხუთი ფუნდამენტური ასპექტი: საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი,მოსწავლეთა და სტუდენტთა ავტონომია,ინდივიდუალური ცნობიერების განვითარება,სექსუალური/გენდერული თავისუფლება და ბავშვის სტატუსი – აგრეთვე ამ ასპექტთა მნიშვნელობა ლიბერტარულ მოძრაობაში,რომელიც საგანმანათლებლო სისტემის ძირეულ გარდაქმნას მოითხოვს.
უფრო ადვილია დააფიქსირო ოპოზიციური აზრი საჯარო განათლების იმ ფორმაზე,რა ფორმითაც ეს სისტემა ჩამოყალიბდა და დღეს გვაქვს,ვიდრე მოახდინო პოზიტიური ალტერნატივის არტიკულაცია,განსხვავებული შეხედულებებით განათლებაზე,როგორც სამუშაო ძალის მოსამზადებელ,ან ინდივიდის მორჩილ მოქალაქედ ჩამომაყალიბებელ სისტემაზე.სპრინგი მიზნებზე,მეთოდებსა და განათლების შინაარსზე აქცენტირდება.მისი „ლიბერტარული განათლების სახელმძღვანელო“ (მონრეალი,1975)  მნიშვნელობა არა მარტო თანამედროვე განათლების სისტემის ფუნდამენტურად კრიტიკული დისკურსის ჩამომაყალიბებელ,არამედ საგანმანათლებლო სივრცის ლიბერტარული კონცეფციის მაარტიკულირებელ როლშია. კითხვის გაგრძელება →

ჩვენ არ გადავიხდით – გაფიცვა ნიუ-იორკში

29 მარტს, დილით, ათი ათასობით ნიუ-იორკელს მეტროთი უფასოდ მგზავრობის საშუალება მიეცა. ამჯერად  გაფიცვა Occupy Wall Streetის ორგანიზატორებმა და მეტროს თანამშრომლების გაერთიანებამ მოაწყო.

ასეთი ტიპის გაფიცვები, როგორც წესი, ყველაზე მეტად აზარალებს სისტემას და ამავდროულად, ხელს უწყობს სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების ჩართულობას საზოგადოების ბრძოლაში. დღესაც, პიკის საათის მოახლოებისას, სატრანსპორტო გაერთიანების წევრებმა და Occupy Wall Street-ის აქტივისტებმა 20ზე მეტ სადგურში გახსნეს შესასვლელები და ხალხს უფასოდ მგზავრობის საშუალება მისცეს. ორგანიზატორების თქმით, ეს გაფიცვა იყო პასუხი იმაზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში სატრანსპორტო სისტემის მომხმარებლები მუდმივად განიცდიდნენ ზეწოლას სისტემის მხრიდან: ძვირდებოდა მგზავრობის საფასური, ამავდროულად კი უარესდებოდა მომსახურება; ბიუჯეტიდან მცირე თანხების გამოყოფის შედეგად იხურებოდა სადგურები, მცირდებოდა პერსონალი და  უარესდებოდა უსაფრთხოების სისტემა.

კითხვის გაგრძელება →

ბერძენმა ანარქისტებმა ფაშისტების ოფისი დაარბიეს

2012 წლის 18 მარტს ბერძენმა ანარქისტებმა ფაშისტების ოფისზე თავდასხმა მოაწყვეს. ბერძნულ ნეო-ნაცისტურ ორგანიზაცია “Golden Dawn”ს ქალაქ პატრასში ოფისის გახსნიდან მესამე დღესვე მოუწია მასთან დამშვიდობება – ანარქისტებმა დღისით დაარბიეს მათი “შტაბი” და გაანადგურეს ყველაფერი  - ჩანაწერები, პროპაგანდისთვის საჭირო მასალები, ავეჯი, ტექნიკა და ა.შ. კედლებზე კი ანტი-ფაშისტური სლოგანები დატოვეს.
კითხვის გაგრძელება →

ალბერ კამიუ – არც მსხვერპლები, არც ჯალათები

დიახ, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა. ჩვენ გადაგვიარა იმავე ისტორიული ლოგიკის ქარიშხალმა, რომლის თითოეული დეტალი ჩვენ მიერაა გამოჩარხული. ეს გამოძახილი არ არის წმინდა ემოციური ან ირაციონალური, რომელიც ლოგიკის ქსოვილს ცდება, პირიქით, – მისი მიზეზი ნიადაგშივე რაციონალურია.
არ მინდა დავტოვო ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მომავლის რომელიმე უტოპიურ მოდელში ადამიანი იარსებებდა სიყვარულისა და გულისწყრომის გარეშე. კარგად ვიცი, რომ კაცობრიობის სტატიკური თვლემისაგან გათავისუფლებას – მოძრაობაში მოყვანას, ძლიერი მამოძრავებელი ძალა სჭირდება და ისიც, რომ ძნელია ისეთ ცნობიერებას მისცე ბიძგი ჩაებას ბრძოლაში, რომლის მიზნებიც ყველაზე მოკრძალებულია. ხოლო ბრძოლაში იმედი რეალობის რაციონალურ ბაზისს პირისპირ ეჯახება. თუმცა, გარედან მიცემული ბიძგის არარსებობა მთავარი პრობლემა არ არის, პირიქით – ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება – პრობლემა ისაა რამდენად შეუძლია ობიექტურ რეალობაში აკუმულირებულ მუხტს ინდივიდის ცნობიერების რაციონალური შრე მოიცვას – თითოეულს ნათლად ესმოდეს რას და რისთვის აკეთებს.

კითხვის გაგრძელება →

ემა გოლდმანი: პატრიოტიზმი-საფრთხე თავისუფლებისთვის

რა არის პატრიოტიზმი? იმ ადგილის სიყვარული, სადაც ადამიანი დაიბადა, გაიზარდა, რომელთანაც აკავშირებს ბავშვობის მოგონებები და ოცნებები, სადაც იწვა და უყურებდა ღრუბლებს, ითვლიდა ვარსკვლავებს, უსმენდა ჩიტების გალობას და ოცნებობდა თვითონაც ჰქონოდა ფრთები, იჯდა დედის მუხლებში და უსმენდა ლეგენდებსა და ზღაპრებს?

ეს რომ პატრიოტიზმი იყოს, დღესდღეობით ცოტა ამერიკელს თუ ექნებოდა იმის თქმის საშუალება, რომ პატრიოტია, რადგან ის ადგილი,სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, ქარხნებით, მაღაროებით და საპყრობილეებით გაივსო, ხოლო ჩიტების გალობის ხმა საწარმოების გუგუნმა შეცვალა. დღეს ვეღარც დიადი წარსულის ლეგენდებს ვუსმენთ,რადგან ჩვენი მშობლების ზღაპრები უკვე მწუხარებით, გლოვით და ცრემლებითაა სავსე. კითხვის გაგრძელება →

ერიკო მალატესტა – არც დიქტატორები,არც დემოკრატები

თეორიულად დემოკრატია ნიშნავს სახალხო მმართველობას,მმართველობის ისეთ ფორმას,რომელიც თითოეული ინდივიდის ძალისხმევაზეა დაფუძნებული.დემოკრატია ადამიანს აძლევს სიტყვისა და არჩევნის თავისუფლებას,ამ არჩევნისა და უფლებების აღმასრულებელი ორგანოს მონიტორინგისა და საჭიროების შემთხვევაში  მექანიზმის დესტრუქციის უფლებას.
ამ თეორიულ ვარაუდს მივყავართ დასკვნამდე,რომ ინდივიდებს,რომლებიც ამავდროულად საზოგადოების შემადგენელი ელემენტებია,აქვთ თავისუფალი შესაძლებლობა,თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი და გამოხატონ ის ნებისმიერი საკითხის შესახებ.ეს გულისხმობს ინდივიდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას,მაშასადამე ყველა იძულებულია საკუთარი ნება და არჩევანი საზოგადოებრივ გადაწყვეტილებად აქციოს. კითხვის გაგრძელება →

სოციალიზმი თუ სოციალ-დემოკრატია?

ბევრი ფიქრობს, რომ სოციალ-დემოკრატია ყოველთვის რეფორმისტული იდეოლოგია იყო, რომელიც მიზნად კაპიტალიზმის ნელ-ნელა გარდაქმნას ისახავდა, რაც დიდი შეცდომაა. როდესაც სოციალ-დემოკრატიული იდეების შედეგად, ინტერნაციონალური რევოლუციური სოციალისტური პარტია გაჩნდა,  მიზანი კაპიტალიზმის სრულიად განადგურება იყო, ყველა შესაძლო გზის გამოყენებით.

ანარქისტების მხრიდან არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, სოციალ-დემოკრატიული პარტიები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვება იყო იდეალური საშუალება სოციალიზმის გასავრ
ცელებლად და ხალხის კაპიტალიზმის წინააღმდეგ ასამხედრებლად. მათი სიჯიუტე კი მათივე იდეის დასასრულის დასაწყისად იქცა – დროთა განმავლობაში მათ იდეოლოგიას მოაკლდა რადიკალიზმი, დაიწყეს ლაპარაკი რეფორმიზმზე და უღალატეს თავდაპირველ პრინციპებს. ანარქისტები მართლები აღმოჩნდნენ – სოციალისტურმა რიტორიკამ იდეალურად შენიღბა პარტიების ნამდვილი მიზანი – ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

წინააღმდეგობა, რომელიც პარტიის სოციალისტურ რიტორიკასა და ამავე პარტიის ოპორტუნისტულ პრაგმატიზმს შორის ჩნდებოდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამან გამოიწვია ინტენსიური თეორეტიკული დებატები, რომლებიც ყველაზე მეტად 1898-1904 წლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, სოციალ-დემოკრატიამ ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატა და ნაცვლად ისეთ იდეოლოგიად ჩამოყალიბებისა, რომელიც არსებულ რეალობას შეცვლიდა, თვითონ მოერგო არსებულ რეალობას. კითხვის გაგრძელება →

დემოკრატია – თავისუფლების ილუზია

კაპიტალისტური დემოკრატიის მხარდაჭერები ხშირად აცხადებენ, რომ მათი „რჩეული“ წყობა თავისუფალი საზოგადოების შექმნის ერთადერთი თუ არა,  საუკეთესო გზაა. მათი მტკიცებით, კაპიტალისტური დემოკრატია გვთავაზობს ისეთ პირობებს, რომ ყოველ ადამიანს რჩება არჩევანის თავისუფლება -  განსაზღვროს თავისი ცხოვრების გზა და ამავე დროს, მოახდინოს სრული თვითრეალიზება.

კაპიტალისტური დემოკრატიის მხარდამჭერთა აზრით, თავისუფლება ისაა, როდესაც ადამიანს შეუძლია აირჩიოს მთავრობის ისეთი წარმომადგენელი, რომლის აზრებიც ყველაზე ახლოს დგას მის შეხედულებებთან. ასევე, ისინი აცხადებენ, რომ ხალხის არჩეული წარმომადგენლები ქმნიან ისეთ კანონებს,  რომელთა წინაშეც ყველა თანასწორია.

ჩვენ ვამბობთ, რომ მათი ეს მტკიცებები, სხვა არაფერია , თუ არა – უბრალო მითები. ხოლო ის ფაქტი, რომ ამ მითებს ბევრი იჯერებს, სულაც არ ცვლის იმას, რომ კაპიტალისტური დემოკრატია დიდი ტყუილია, რადგან იდეის სისწორე მისი მხარდამჭერების რიცხვით არ განისაზღვრება.

კაპიტალისტური დემოკრატია ჩვენ ვითომ გვთავაზობს არჩევნის თავისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში, გვთავაზობს ისეთი არჩევანის გაკეთებას, რომელსაც არსებითი შედეგები არ მოაქვს. ხოლო ის, რომ კაპიტალისტური დემოკრატია გვთავაზობს არაარსებითი არჩევანის გაკეთებას, ქმნის არჩევანის თავისუფლების , და საერთოდ, თავისუფლების ილუზიას. კითხვის გაგრძელება →